"ბარსელონას" ყოფილი კაპიტანი კარლეს პუიოლი, დიდი ალბათობით, კლუბში მმართველ პოზიციაზე დაბრუნდება.
მისი დაბრუნებით დაინტერესებულნი ხავი და ჟოან ლაპორტა არიან.
თავად პუიოლსაც მშობლიურ კლუბში მუშაობის დიდი სურვილი აქვს, მაგრამ საკუთარ თავს ადმინისტრაციულ თანამდებობაზე ვერ ხედავს და რაღაც სხვა სურს.
შესაძლოა, კატალონიელთა ლეგენდამ ტექნიკური მდივნის პოზიცია მიიღოს, რომელიც რამონ პლანესის წასვლის შემდეგ თავისუფალია.
ამასთანავე, გადაწყვეტილია, რომ პუიოლი "ბარსაში" ხავის სამწვრთნელო შტაბის წევრი არ გახდება.
მომზადებულია Diario Sport-ის მიხედვით