38 წლის მცველი დანი ალვეში "ბარსელონაში" დაბრუნდა, - ამის შესახებ კატალონიური კლუბი თავისი საიტით იტყობინება.
"ბარსელონამ" ბრაზილიელს კონტრაქტი სეზონის ბოლომდე გაუფორმა, გუნდში ვარჯიშს მომავალი კვირიდან დაიწყებს, თამაშის უფლება კი ნაახალწლევს ექნება.
დანი ალვეში "ბარსაში" 2008-2016 წლებში თამაშობდა, მის შემადგენლობაში 23 ტიტული მოიგო, ბოლოს კი "სან-პაულუში" ასპარეზობდა.