ბენზემას მორიგი გოლი და "რეალის" მიჯრით მეხუთე გამარჯვება [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ლა ლიგის მე-9 ტურის გადადებულ მატჩში „რეალმა“ საკუთარ მოედანზე „ბილბაოს“ 1:0 სძლია.

გოლი მე-40 წუთზე ბენზემამ გაიტანა. მის ანგარიშზე წელს 46 მატჩში 35 გოლია და 2019 წელს დამყარებული თავისი რეკორდი გაიმეორა. მან ამ სეზონში ჩემპიონატზე 14-ჯერ დალაშქრა მეტოქეთა კარი, ხოლო ყველა ტურნირზე - 17-ჯერ. აგრეთვე, 8 საგოლე გადაცემა გააკეთა.

„რეალმა“ ზედიზედ მეხუთე გამარჯვება მოიპოვა, 36 ქულით ლიდერია, უახლოეს მდევარ „ატლეტიკოს“, რომელსაც 1 მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული, 7 ქულით უსწრებს და 5 დეკემბერს გასვლაზე „სოსიედადს“ შეხვდება.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული