"ბარსელონასთან" ლა ლიგის მატჩის წინ კომენტარი "ბეტისის" მწვრთნელმა მანუელ პელეგრინიმ გააკეთა.
"გასახდელში კარგი ატმოსფეროა. ფეხბურთელებს ვუთხარით, რომ უნდა გავიმარჯვოთ. "ბეტისი" თავის სტილში თამაშობს. ზოგიერთი ასპექტის კორექტირებას მოვახდენთ, მაგრამ კარდინალურად არაფერს არ შევცვლით.
"ბარსამ" ხავის ხელმძღვანელობით კარგი შედეგები აჩვენა. ორი მატჩი მოიგო. მათ წინა მწვრთნელისასაც კარგი შედეგები ჰქონდათ. ამ ორი სიტუაციის შედარება ძნელია.
მათ ძალიან კარგი ფეხბურთელები ჰყავთ და ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში გასვლისათვის იბრძვიან. რთული შეხვედრა იქნება", - ციტირებს პელეგრინის "მუნდო დეპორტივო".