"მარკას" ცნობით, "ბარსელონას" თავდამსხმელი სერხიო აგუერო ფეხბურთელის კარიერის დასრულების შესახებ მალე ოფიციალურად გამოაცხადებს.
33 წლის არგენტინელს გულის პრობლემა ოქტომბერში შეექმნა, სამი თვის შემდეგ დაბრუნებას იმედოვნებდა, მაგრამ ამას ვერ მოახერხებს.
ის "ბარსელონაში" "მანჩესტერ სიტიდან" ზაფხულში გადავიდა და 5 მატჩში 1 გოლი გაიტანა.