"ბარსელონა" იანვარში გასაძლიერებლად ემზადება, თუმცა გასაგებ მიზეზთა გამო, ფინანსებში შეზღუდულია და ძვირად ღირებულ ტრანსფერებს ვერ განახორციელებს.
უკვე გადაწყვეტილია თავდამსხმელ ლიუკ დე იონგთან საიჯარო ხელშეკრულების გაწყვეტა, რომელმაც თავი ვერაფრით გამოიჩინა, სავარუდოდ "სევილია" არ დაიბრუნებს და "ფენერბახჩეში" გააგრძელებს კარიერას.
"მანჩესტერის" ორი შემტევი" აპირებს "ბარსაში" გადაბარგებას. ვეტერანი ურუგვაელი ედონსონ კავანი მზადაა "იუნაიტედთან" ზაფხულამდე მოქმედი კონტრაქტი ახლავე გაწყვიტოს და კატალონიას მიაშუროს. მარკუს რეშფორდს თამაში იშვიათად უწევს და მასაც "ნოუ კამპისკენ" მიუწევს გული.
და კიდევ - მწვრთნელი ხავი "ბეტისიდან" 30 წლის მცველ მარკ ბარტრას დაბრუნებას
გეგმავს, რომელიც "ბარსელონაში" მასთან ერთად ასპარეზობდა.