"ტექნიკური გუნდია და გულშემატკივრებიც შესანიშნავი ჰყავს..." - კარლომ მთავარი კონკურენტი დაასახელა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ლა ლიგის მე-18 ტურში მადრიდის "რეალმა" "კადიზსს" უმასპინძლა. შეხვედრა ფრედ, 0:0 დასრულდა. მიუხედავად უდიდესი სათამაშო უპირატესობისა, "ბლანკოსის" ფეხბურთელებმა სტუმართა კარში გოლი ვერ გაიტანეს.

მატჩის დასრულების შემდეგ "სამეფო გუნდის" მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ უშუალო კონკურენტი დაასახელა, რომელიც პრიმერას მოსაგებად იბრძოლებს.

"ცხრილის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, "სევილია" ჩვენი პირდაპირი კონკურენტია. ჩვენ მათთან დიდხნიანი ჭიდილი მოგვიწევს.

ძალიან ტექნიკური გუნდია და გულშემატკივრებიც შესანიშნავი ჰყავს", - განაცხადა კარლომ.

შეგახსენებთ, 18 ტურის შემდეგ "რეალი" 43 ქულით 1-ელ ადგილზე იმყოფება, ანდალუსიელები კი მადრიდელებს 6 ქულით ჩამორჩებიან.

მომზადებულია Sports-ის მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული