გარკვეული პერიოდის წინ მადრიდის "რეალის" მთავარი მწვრთნელი, კარლო ანჩელოტი უელსის ნაკრებში გარეთ ბეილის გამოძახებით ბედნიერი იყო, მიუხედავად იმისა, რომ შემტევს ტრავმა მოშუშებული ჯერ კიდევ არ ჰქონდა.
დღეს, 5 ნოემბერს, იტალიელი სპეციალისტი არაერთგზის ტრიუმფატორ ვარსკვლავს საჯაროდ მხარში ამოუდგა, ამ ყველაფრის მიზეზი კი "ბლანკოსის" გულშემატკივრების უკმაყოფილება გახლდათ, რადგან გარეთი მოედანზე ხშირად დაზიანების გამო ვერ გამოდიოდა...
"ფეხბურთელი გახშირებული ტრავმის გამო მოედანზე ხშირად ვერ გამოდის, თუმცა ვარჯიში შეუძლია" - განაცხადა კარლომ.
"ჩვენ უელსის ნაკრების სამწვრთნელო შტაბს ობიექტური მიზეზების და გამო აურს ვერ ვეტყვით, ვერ
2014 წელს ჩვენ ჩემპიონთა ლიგა და კოპა დელ რეი მოვიგეთ, უელსელმა კი ამაში თავი წვლილი შეიტანა. შეუძლებელია, რომ უელსელის მაშინდელი პერფორმანსი დავიწყებას მიეცეს, მინდა გითხრათ, რომ თუ სანაკრებო პაუზის შემდეგ მას თამაში შეეძლება, ჩვენთან ამის შანსს აუცილებლად მიიღებს.
ჯერ-ჯერობიით ყველაფერი გარკვეული არაა, მაგრამ თუ ბეილს ეროვნულ ნაკრებში მიიწვევენ, ჩვენ მას აუცილებლად გავუშვებთ, მაგრამ გულის სიღრმეში მჯერა, რომ კომპეტენტური პირები სწორ გადაწყვეტილებას მიიღებენ და მის თამაშს არ გარისკავენ".
ევროპელი ვარსკვლავის გარდა "სამეფო გუნდის" მთავარმა მწვრთნელმა გუნდში არსებულ სიტუაციაზეც ისაუბრა.
"მართალია, ჩვენ ბევრი გოლი ვერ გაგვაქვს, თუმცა ამ პრობლემის მოსაგვარებლად ვმუშაობთ. მოგეხსენებათ, გასულ წელს "ევერტონი" ბევრ გოლს იტანდა, ზუსტად იმავეს ვცდილობთ აქაც. ჩემი აზრით, გუნდი დაცვაში უკეთ გამოიყურება, ვცდილობთ ვითამაშოთ იდეალური ფეხბურთი, რომელიც დიდი შრომის შედეგად მოდის".
მომზადებულია Marca-ს მიხედვით