![](https://sportall.ge/pictures/image5/df9c83d9ec0b1efa24620ebf58583311.jpg)
უკვე მე-2 წუთზე სტუმრები ჟოაო ფელიქსმა დააწინაურა. პორტუგალიელის გოლი მშვენიერი იყო, თუმცა ის მე-17 წუთზე მარჩიასმა გადაფარა. მას ასისტენტობა 39 წლის მოლინამ გაუწია, რომელმაც მალე თავადაც გაიტანა, რაც მიმდინარე სეზონში მე-7 იყო - ამ ასაკში მართლაც მშვენიერი შედეგია.
Video![შესანიშნავი ბენზემა და სიმეონეს ზედიზედ მე-4 მარცხი [VIDEO] Sportall.Ge](http://video.ambebi.ge/files-6/2021/12-23//granada-atletiko-21-351851.jpg)
გრანა
და - ატლეტიკო 2:1
![შესანიშნავი ბენზემა და სიმეონეს ზედიზედ მე-4 მარცხი [VIDEO] Sportall.Ge](http://video.ambebi.ge/files-6/2021/12-23//granada-atletiko-21-351851.jpg)
გრანა
"ატლეტიკო" 29 ქულით მე-5 ადგილს იკავებს და ახალი წლიდან სიმეონეს ბევრი რამის შეცვლა მოუწევს. ამ გამარჯვებით გრანადელები მე-12 პოზიციაზე არიან.
მადრიდის "რეალი" ბილბაოს "ატლეტიკს" ესტუმრა. ეს მატჩი 21-ე ტურში უნდა გამართულიყო. ასე რომ, ამ ორმა გუნდმა წელი დანარჩენზე ერთით მეტი შეხვედრით დაასრულა - 19.
ქარიმ ბენზემა შესანიშნავ ფორმაშია. ფრანგმა დუბლი შეასრულა და მიმდინარე სეზონში 15 შედეგიანი დარტყმა და 7 საგოლე პასი აქვს. 34 წლის ფორვარდის მეორე გოლი შედევრი გამოდგა.
ბილბაოელებმა ანგარიში მალევე შეამცირეს - უკვე მე-10 წუთზე 1:2 გახდა. "სამეფო კლუბს" 46 ქულა აქვს და მეორეზე მყოფი "სევილია" მას 8 ქულით ჩამორჩება. "ატლეტიკმა" 2021 წელი მე-10 ადგილზე დაასრულა.
7 გოლი, არშემდგარი ქამბექი და "წყალქვეშა ნავების" სუპერშემტევი თამაში [VIDEO]
კუნდემ ალბას ბურთი სახეში სტყორცნა - "ბარსელონამ" კაცნაკლულ "სევილიას" ვერ სძლია [VIDEO]
გავიმ ბუცებზე თასმების შეკვრა არ იცის, ხავი კი მასზე დიდ იმედებს ამყარებს