კუნდემ ალბას ბურთი სახეში სტყორცნა - "ბარსელონამ" კაცნაკლულ "სევილიას" ვერ სძლია [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ლა ლიგის მე-4 ტურის გადატანილი მატჩი "სევილიასა" და "ბარსელონას" შორის 1:1 დასრულდა.

32-ე წუთზე მასპინძლები გომესმა დააწინაურა. პირველი ტაიმის დასასრულს არაუხომ ანგარიში გაათანაბრა, 65-ე წუთზე კი "სევილიას" მცველმა კუნდემ ბურთი ალბას სახეში ესროლა და გააძევეს. "ბარსამ" რიცხობრივ უმცირესობაში დარჩენილ მეტოქეს შეუტია. კარგი მომენტი ვერ გამოიყენა გავიმ, დემბელემ ბურთი ძელს გაარტყა და ანდალუსიურმა გუნდმა ფრეს მიაღწია.

მეორეადგილოსან "სევილიას" 38 ქულა აქვს და ლიდერ "რეალს" 5 ქულით ჩამორჩება, ხოლო "ბარსელონა" 28 ქულით მე-7 პოზიციაზეა. პრიმერაში შემდეგი ტური ნაახალწლევს ჩატარდება.

სევილია. "სანჩეს პისხუანი".
31 358 მაყურებელი

სევილია - ბარსელონა 1:1
გოლები: 1:0 გომესი (32), 1:1 არაუხო (45)
გაძევება: კუნდე (65)

მკითხველის კომენტარები / 2 /
ბარსასთვის ეს სიტუაცია შეიძლება უკეთესი გამოდგეს, შეიძლება 1-2 წელი ვერა, მაგრამ ეს ბავშვები აუცილებლად მოიტანენ შედეგს უახლოეს მომავალში.
1

სიახლეები პოპულარული