"დორტმუნდის" 21 წლის თავდამსხმელმა ერლინ ჰოლანმა ამ სეზონში კლუბში ყველა ტურნირზე 16 მატჩში 19 გოლი გაიტანა, 4 საგოლე გადაცემა გააკეთა და მისი შეძენა "ბარსელონასა" და "რეალს" სურთ.
ჟურნალისტი ხერარდ რომერო იტყობინება, რომ "ბარსელონას" პრეზიდენტი ჟოან ლაპორტა ლამის ჭკუიდან გადავიდეს ნორვეგიელის ტრანსფერის გამო და ამას იმხელა მნიშვნელობას ანიჭებს, როგორც 2003 წელს მისი პირველი საპრეზიდენტო ვადისას რონალდინიოს ყიდვას.
ჟურნალისტი ჯანლუკა დი მარციო კი ამტკიცებს, რომ ჰოლანს პრემიერლიგა არ ხიბლავს, უპირატესობას ლა ლიგას ანიჭებს, შეიძლება კიდევ ერთი წელი დარჩეს გერმანიაში, თავის მენეჯერ მინო
რაიოლას ტრანსფერის "რეალში" განხორციელება დაავალა და თუ ეს ვერ მოხერხდა, მაშინ "ბარსელონას" ვარიანტი სცადოს.