"მანჩესტერ სიტის" აწ უკვე ყოფილი ნახევარმცველი ფერან ტორესი "ბარსელონას" ფეხბურთელი გახდა.
21 წლის ტორესს "ბარსელონამ" კონტრაქტი 2027 წლის 30 ივნისამდე გაუფორმა, ტრანსფერი კი დაახლოებით 55 მილიონი ევრო დაუჯდა და კიდევ 10 მილიონის ბონუსების სახით გადახდა მოუწევს.
ამ სეზონში ტორესმა პრემიერლიგის 4 მატჩში 2 გოლი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემა გააკეთა.
"ბარსა" ტორესის პრეზენტაციას 3 იანვარს მოაწყობს.