"ბარსელონა" მორატათი დაინტერესდა და მზადაა დეპაი გაყიდოს

AutoSharing Option
"ბარსელონა" "ატლეტიკოდან" "იუვენტუსში" განათხოვრებული თავდამსხმელის ალვარო მორატას სამსახურით დაინტერესდა.

"ბარსას" უნდა მორატა ჯერ იჯარით აიყვანოს, ზაფხულში 35 მილიონ ევროდ შეიძინოს, ტრანსფერის განსახორციელებლად კი მზადაა "იუვეს" მემფის დეპაი მიჰყიდოს.

თუ "იუვენტუსი" მორატას ახლავე შეუწყვეტს იჯარას, კატალონიელებს "ატლეტიკოსთან" მოლაპარაკება მაინც მოუწევთ. მორატას მადრიდულ კლუბთან კონტრაქტი 2023 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული და "ბარსელონა" უკვე დაუკავშირდა ფეხბურთელის აგენტს.

"იუვენტუსი" დეპაის ტრანსფერით დაინტერესებული არაა, რადგან მისი ფიზიკური მომზადებით კმაყოფილები არ არიან. ის ამჟამად კუნთის ტრავმის გამო არ თამაშობს.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული