ლუკ დე იონგმა "ბარსელონას" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოუპოვა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ლა ლიგის მე-20 ტურში „ბარსელონამ“ გასვლაზე „მალიორკას“ 1:0 სძლია.

„ბარსელონას“ მწვრთნელმა ხავიმ დაიჩივლა, რომ სხვადასხვა მიზეზის გამო 17-18 ფეხბურთელი აკლია, ექსტრემალურ სიტუაციაში იმყოფებიან, მაგრამ მატჩი არ გადაიტანეს.

პირველ ნახევარ საათში მომენტი არ შექმნილა, შემდეგ კი სტუმრებმა მეტოქის კარზე სახიფათო იერიშების მიტანა დაიწყეს. ნიკო გონსალესმა ბურთი ძელს გაარტყა, „კადისში“ გადასასვლელად გამზადებულმა ლუკ დე იონგმა - ხარიხას, ზედ შესვენებაზე გასვლის წინ კი ამ უკანასკნელმა თავურით ანგარიში გახსნა. მან კატალონიურ გუნდში ჩატარებულ მე-13 შეხვედრაში მეორედ დალაშქრა მეტოქეთა კარი.

მეორე ტაიმში „მალიორკამ“ შეუტია, ორი
კარგი მომენტი ვერ გამოიყენა (მბოულამ თავით ბურთი კარს ააცილა, კომპენსირებულ დროში კი ტერ შტეგენმა ახლო მანძილიდან კოსტას არ გაატანინა) და კატალონიურმა გუნდმა გაიმარჯვა.

„ბარსელონა“ 31 ქულით მე-5 ადგილზეა, ლიდერ „რეალს“ 15 ქულით ჩამორჩება (1 მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული) და 8 იანვარს სტუმრად „გრანადას“ დაუპირისპირდება.

მალიორკა. “სონ მოიში“. 14 654 მაყურებელი

მალიორკა - ბარსელონა 0:1
გოლი: ლ. დე იონგი (44)

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული