რუსულ პრესაში ადრე რამდენჯერმე გავრცელდა ინფორმაცია, რომ მოსკოვის "დინამოსა" და რუსეთის ნაკრების 18 წლის ნახევარმცველ არსენ ზახარიანის სამსახურით "რეალი" და "ბარსელონა" არიან დაინტერესებული.
ამჯერად ზახარიანის შესახებ ინფორმაციას El Nacional-ი ავრცელებს. გამოცემის მტკიცებით, "რეალი" მთელ მსოფლიოში მრავალ პერსპექტიულ ფეხბურთელს აკვირდება და მათ შორისაა არსენი, რომელსაც და რომლის აგენტსაც "სამეფო კლუბის" წარმომადგენლები მოსკოვში არაერთხელ შეხვდნენ.
ასე რომ, ზახარიანს კვლავაც უთვალთვალებენ და ის "რეალის" ინტერესის სფეროში იმყოფება.