"ბარსა" სირცხვილს გადაურჩა, ალვეშმა 90 წუთი ითამაშა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ესპანეთის თასის 1/16-ფინალში "ბარსელონა" ქვედალიგელ "ლინარესს" ესტუმრა და კიდევ ერთ სირცხვილთან ახლოს იყო, პირველი ტაიმის შემდეგ 0:1 მარცხდებოდა. კატალონიელებმა გამარჯვება მაინც მოახერხეს - 2:1.

მეორე ნახევრის 6-წუთიან მონაკვეთში ჯერ უსმან დემბელემ მეტოქის კარი ლამაზი დარტყმით აიღო, 69-ეზე კი ჯუტგლამ ნიკოს პასი გამოიყენა.

ხავის გუნდისთვის სასიამოვნო ის იყო, რომ 38 წლის დანი ალვეში დაუბრუნდათ. ასაკის მიუხედავად, ბრაზილიელი ჩვეულად აქტიურობდა და მინდორზე 90 წუთი გაატარა.

"ბარსელონა" მერვედფინალშია, სადაც გასვლა თითქმის ყველა ფავორიტმა შეძლო. გამონაკლისი ვიგოს "სელტაა", რომელმაც "ბალაერესთან" 1:2 წააგო.

alt"ვალენსიას" ჩერიშევმა

მოაგებინა, მამარდაშვილის კონკურენტი კრიტიკის ქარცეცხლში მოექცა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული