პირველ ტაიმში სტუმრებმა ერთადერთი მომენტი გამოიყენეს, მაგრამ ლიუკ დე იონგს გოლი თამაშგარეს გამო არ ჩაუთვალეს. ნიდერლანდელმა მაინც გაიტანა, როდესაც მეორე სართულზე მეურვე დაჯაბნა და ანგარიში გახსნა. მან ზედიზედ ორ შეხვედრაში დალაშქრა მეტოქეთა კარი.
„ბარსელონას“ სასტარტოში იყო გუნდში დაბრუნებული 38 წლისა და 247 დღის დანი ალვეში. ის კატალონიური გუნდის ყველაზე ასაკოვანი ფეხბურთელი გახდა, რომელმაც პრიმერაზე ითამაშა. ბრაზილიელი ურიგოდ ნამდვილად არ გაისარჯა და საგოლე გადაცემა გააკეთა. 79-ე წუთზე მეორე ყვითელი ბარათი მიიღო
„ბარსა“ 32 ქულით მე-6 ადგილზეა და 24 იანვარს გასვლაზე „ალავესს“ დაუპირისპირდება, იქამდე კი 12 იანვარს ესპანეთის სუპერთასის ნახევარფინალში „რეალს“ შეხვდება.
გრანადა. „ლოს კარმენესი“
გრანადა - ბარსელონა 1:1
გოლები: 0:1 ლ. დე იონგი (57), 1:1 პუერტა (89)
გაძევება: გავი (79)
- "ბარსელონა" ყველა ტურნირზე ბოლო 6 მატჩში დაუმარცხებელია - 3 მოგება და 3 ფრე.
- ტერ შტეგენმა ლა ლიგაზე მე-200 შეხვედრა ჩაატარა - ის მეოთხე გერმანელია, რომელმაც ამ შედეგს მიაღწია.