დღეს იქნება ბრძოლა - "ბარსას" ტორესი, ფ. დე იონგი, ფატი და არაუხო დაეხმარებიან

AutoSharing Option
"ბარსელონამ" "რეალთან" ესპანეთის სუპერთასის ნახევარფინალური მატჩის წინ "მანჩესტერ სიტიდან" გადასული 21 წლის ნახევარმცველ ფერან ტორესის განაცხადში შეყვანა მოასწრო. ის 19-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.

ანსუ ფატიმ, ფრენკი დე იონგმა, რონალდ არაუხომ და ფერან ტორესმა სამედიცინო შტაბისგან თამაშის უფლება მიიღეს და დღეს "რეალს" დაუპირისპირდებიან.

ცნობილი გახდა, რომ კატალონიურმა კლუბმა ვადამდე შეუწყვიტა საიჯარო ხელშეკრულება 18 წლის ნახევარმცველ იუსუფ დემირს და ვენის "რაპიდში" დააბრუნა. დემირი "ბარსელონამ" გასული წლის ზაფხულში ინათხოვრა და მან ლა ლიგის 6 მატჩში თავი ვერაფრით გამოიჩინა.

მკითხველის კომენტარები / 4 /
ბრძოლა არა კვახი
მამუკა
03:54 12-01-2022
6
დღეს პატარა დღეა პატარა
irakli
14:05 12-01-2022
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული