"თუ ხავი წავა, მე განქორწინებას მოვითხოვ!" - ფეხბურთელობიდან მწვრთნელობამდე და წინასწარმეტყველება, რომელიც ახდა

AutoSharing Option
სა­ფეხ­ბურ­თო მო­ედ­ნის ლე­გენ­და­რუ­ლი "დი­რი­ჟო­რი", ხერ­ხე­მა­ლი, ადა­მი­ა­ნი დის­ციპ­ლი­ნა, ხავი - თა­ვის მშობ­ლი­ურ კლუბ­ში, "ბარ­სე­ლო­ნა­ში“ დაბ­რუნ­და. დაბ­რუნ­და ამ­ჟა­მად მწვრთნე­ლის ამ­პლუ­ა­ში და შე­ეც­დე­ბა, არე­უ­ლი სი­ტუ­ა­ცია და­ა­ლა­გოს, ფეხ­ბურ­თე­ლე­ბის­თვის სა­მა­გა­ლი­თო მწვრთნე­ლი გახ­დეს და ძვე­ლე­ბუ­რი დი­დე­ბა კა­ტა­ლო­ნი­ა­ში და­აბ­რუ­ნოს.

ვიხ­სე­ნებთ ის­ტო­რი­ას, თუ რო­გორ და­ი­წყო ხა­ვი­ერ ერ­ნან­დეს კრა­უ­სი­სა და "ბარ­სას“ სიყ­ვა­რუ­ლი.

მო­მა­ვა­ლი ლე­გენ­და ტე­რრა­სა­ში, ბარ­სე­ლო­ნას­თან ახ­ლოს და­ი­ბა­და. ძმებ­თან ერ­თად პა­ტა­რა­ო­ბი­დავნვე და­მე­გობ­რდა ბურთთან, რო­მელ­საც უბან­ში აგო­რე­ბდა. ფეხ­ბურ­თის სიყ­ვა­რუ­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბით დაჰ­ყვა - ხა­ვის მამა ფეხ­ბურ­თე­ლი იყო, ხოლო პაპა, ჟა­უ­მე, ად­გი­ლობ­რი­ვი კლუ­ბის პრე­ზი­დენ­ტი გახ­ლდათ. თა­ვის "სე­ატ­ში“ ჩას­ვამ­და შვი­ლიშ­ვი­ლებს და სა­ვარ­ჯი­შოდ დაჰ­ყავ­და.
ეს პა­პის საყ­ვა­რე­ლი გა­სარ­თო­ბი იყო.

"ჩემი შვი­ლიშ­ვი­ლი "ბარ­სე­ლო­ნა­ში“ ითა­მა­შებს, - ჯი­უ­ტად ამ­ტკი­ცებ­და ჟა­უ­მე, როცა 6 წლის ხა­ვის თა­მაშს აკ­ვირ­დე­ბო­და. მშობ­ლებს არ მოს­წონ­დათ ის ფაქ­ტი, რომ პაპა სხვა ძმე­ბის­გან ხა­ვის გა­მო­არ­ჩევ­და, თუმ­ცა რას გა­ა­წყობ­დნენ, სა­ბო­ლო­ოდ ჟა­უ­მე მარ­თა­ლი აღ­მოჩ­ნდა.

Sportall.Ge

პა­ტა­რა ხავი და ჟა­უ­მე დი­ვან­ზე წა­მოს­ხდე­ბოდ­ნენ და ფეხ­ბურთს უყუ­რებ­დნენ. ფეხ­ბურ­თე­ლის თქმით, პაპა მსოფ­ლი­ო­ში ყვე­ლა­ზე დიდი ან­ტი­მად­რი­დის­ტა იყო. საქ­მე იქამ­დე მი­ვი­და, რომ ერთხელ შვი­ლიშ­ვი­ლებს გა­ნუ­ცხა­და, - არას­დროს იმე­გობ­როთ "რე­ა­ლის“ ფა­ნებ­თა­ნო!

ხა­ვის სწრა­ფი პროგ­რე­სი სხვა კლუ­ბე­ბის სპე­ცი­ა­ლის­ტებს არ გა­მორ­ჩე­ნი­ათ. მალე მას "მთხოვ­ნე­ლე­ბის“ მთე­ლი რიგი და­უდ­გა. ერთ-ერთი კი "რე­ა­ლიც“ იყო, თუმ­ცა ოჯახ­ში ვე­რა­ვინ გა­ბე­დავ­და მად­რი­დე­ლე­ბის­თვის თან­ხმო­ბა ეთ­ქვათ. წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში, პაპა ყვე­ლას გა­რეთ გაყ­რი­და. მალე კონ­ტაქ­ტზე "ბარ­სე­ლო­ნაც“ გა­მო­ვი­და. თუმ­ცა მა­მას, რო­მე­ლიც მა­შინ იმ აკა­დე­მი­ას ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და, სა­დაც ხავი თა­მა­შობ­და, ეჭ­ვე­ბი გა­უჩ­ნდა. პა­ტა­რას სა­ო­ცა­რი ტექ­ნი­კა ჰქონ­და, თუმ­ცა ფი­ზი­კუ­რად სუს­ტი იყო.

Sportall.Ge

11 წლის ასაკ­ში მა­მამ ყვე­ლა ეჭვი უკუ­აგ­დო და კა­ტა­ლო­ნი­ურ გრან­დში სინ­ჯებ­ზე წა­იყ­ვა­ნა. სხვა­თა შო­რის, იმ­ჟა­მად ხავი ცენ­ტრფორ­ვარ­დის პო­ზი­ცი­ა­ზე თა­მა­შობ­და. გაც­ნო­ბამ იდე­ა­ლუ­რად ჩა­ი­ა­რა, პა­ტა­რა ბი­ჭუ­ნამ ჰეთ-თრიქკი გა­ა­ფორ­მა და ის ულა­პა­რა­კოდ აიყ­ვა­ნეს.

მწვრთნე­ლე­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, ხავი ნა­ხე­ვარ­დაც­ვა­ში გა­და­იყ­ვა­ნეს და U11-ის კა­პიტ­ნო­ბა გა­დას­ცეს. პირ­ვე­ლი გა­მო­მუშ­ავ­ე­ბუ­ლი ფუ­ლით, რო­მე­ლიც და­ახ­ლო­ე­ბით 25 ევ­როს შე­ად­გენ­და, ხა­ვიმ დე­დას სა­ჩუ­ქა­რი უყი­და. პა­ტა­რა მე­ო­ჯა­ხემ დედა მა­ღა­ზი­ა­ში მი­იყ­ვა­ნა და უთხრა, აერ­ჩია ნე­ბის­მი­ე­რი ნივ­თი, რო­მე­ლიც 25 ევ­როს არ აღე­მა­ტე­ბო­და. ქალს ტოს­ტე­რი მო­ე­წო­ნა...

13 წლის ასაკ­ში ხავი "ბარ­სას“ U14-ში გა­დიყ­ვა­ნეს, სა­დაც მწვრთნე­ლი ჟოან ვილა იყო. ზუს­ტად ვი­ლას­გან ის­წავ­ლა ბი­ჭუ­ნამ დიდი ფეხ­ბურ­თის სა­ფუძ­ვლე­ბი: სწო­რი დაც­ვა, პრე­სინ­გი, ჯა­რი­მე­ბი, კუ­თხუ­რე­ბის მო­წო­დე­ბა და შე­ტე­ვის წა­მო­წყე­ბა.

Sportall.Ge

მე­ტიც, ვი­ლამ ხავი გვარ­დი­ო­ლას შე­ა­და­რა, რო­მე­ლიც მა­შინ "ბარ­სე­ლო­ნა­ში“ ბრწყი­ნავ­და. "შე­საძ­ლოა, ჩვენ ახა­ლი გვარ­დი­ო­ლა მი­ვი­ღოთ“ - თქვა ერთხელ მწვრთნელ­მა. მერე კი სთხო­ვა, რომ შა­ბათ-კვი­რა­ო­ბით "კამპ ნო­უ­ზე“ მი­სუ­ლი­ყო და თა­ვად ენა­ხა ხოლ­მე გვარ­დი­ო­ლას თა­მა­ში.

"ვი­ლამ მი­თხრა: "ბიჭო, პე­პის­გან რა­საც მო­ა­ხერ­ხებ, ყვე­ლა­ფე­რი შე­ის­რუ­ტე. რო­გორ იღებს ბურთს, საით აბ­რუ­ნებს თავს, სა­ნამ ბურთს მიი­ღებს, რას აკე­თებს პრე­სინ­გის დროს, რო­გორ იყე­ნებს სივ­რცეს და აკონ­ტრო­ლებს ბურთს“, - იხ­სე­ნებს ხავი.

ერთხელ ვი­ლამ გვარ­დი­ო­ლა ვარ­ჯიშ­ზე მო­იწ­ვია. პეპი პა­ტა­რებს ესა­უბ­რა, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი დრო კი ხა­ვის და­უთ­მო, რო­მელ­საც რამ­დე­ნი­მე რჩე­ვა მის­ცა, მერე კი სა­ჯა­როდ გა­ი­ხუმ­რა, რომ ეს ბიჭი მას პენ­სი­ა­ზე გა­უშ­ვებ­და. შეხ­ვედ­რი­დან 4 წე­ლი­წად­ში ფეხ­ბურ­თე­ლე­ბი უკვე ერ­თად თა­მა­შობ­დნენ. პეპი ხა­ვის­თვის უზა­რმა­ზა­რი ავ­ტო­რი­ტე­ტი და სა­მა­გა­ლი­თო ფეხ­ბურ­თე­ლი იყო, თუმ­ცა თა­ნა­ტო­ლებ­თან დიდი კონ­კუ­რენ­ცი­ის გამო ხავი "ბარ­სას“ და­ტო­ვე­ბას სე­რი­ო­ზუ­ლად გა­ნი­ხი­ლავ­და, მაგ­რამ იმ დროს "ბარ­სა“ თა­ვად გვარ­დი­ო­ლამ და­ტო­ვა.

შემ­დეგ­ში ისი­ნი 7 წლის შემ­დეგ გა­და­იკ­ვეთ­ნენ, როცა ხო­სეპ­მა "ბარ­სე­ლო­ნა“ ჩა­ი­ბა­რა. ხავი მა­შინ უკ­მა­ყო­ფი­ლო იყო გუნდში არ­სე­ბუ­ლი სი­ტუ­ა­ცი­ით და წას­ვლას აპი­რებ­და, მაგ­რამ პეპ­მა დარ­ჩე­ნა­ში და­არ­წმუ­ნა. "როცა მწვრთნე­ლის სა­ხით დაბ­რუნ­და, მისი პირ­ვე­ლი სი­ტყვა იყო, რომ აბ­სო­ლუ­ტუ­რად ყვე­ლა ფეხ­ბურ­თე­ლის­გან მაქ­სი­მა­ლურ გარ­ჯას და შრო­მას ითხოვ­და. ეს ჩვენ­თვის მო­უ­ლოდ­ნე­ლო­ბად იქცა", - იხ­სე­ნებს ხავი ერთ-ერთ ინ­ტერ­ვი­უ­ში.

პეპ­მა "ბარ­სა“ გა­და­ა­წყო და ფე­ნო­მე­ნა­ლურ შე­დეგს უკვე დე­ბი­უ­ტურ სე­ზონ­ში მი­აღ­წია. მან მო­ი­გო ყვე­ლა შე­საძ­ლო ჩემ­პი­ო­ნა­ტი. ხა­ვის კი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი როლი ჰქონ­და - ის მარ­თავ­და თა­მაშს, ქმნი­და სივ­რცეს და ძა­ლი­ან ბევრ გა­და­ცე­მას აკე­თებ­და. პირ­ველ სე­ზონ­ში ნა­ხე­ვარმცველ­მა 10 გოლი გა­ი­ტა­ნა და 30 სა­გო­ლე გა­და­ცე­მა გა­ა­კე­თა. სა­გო­ლე გა­და­ცე­მე­ბის რა­ო­დე­ნო­ბით ლა ლი­გის ის­ტო­რი­ა­ში მაქ­სი­მა­ლუ­რი შე­დე­გი და­ა­ფიქ­სი­რა.

"მა­ღა­ლი პრე­სინ­გი დი­დე­ბუ­ლი აღ­მოჩ­ნდა. ეს იყო სა­ფეხ­ბურ­თო რე­ვო­ლუ­ცია. რამ­დე­ნი­მე წე­ლი­წად­ში შო­რე­უ­ლი ჩა­წო­დე­ბე­ბით აღა­რა­ვინ თა­მა­შობ­და, "რე­ალ­მაც“ კი შეც­ვა­ლა სტი­ლი. პეპ­მა პირ­ვე­ლი­ვე წელს და­ი­წყო რე­ვო­ლუ­ცია. ჩვენ შე­ვე­დით ის­ტო­რი­ა­ში არა მხო­ლოდ მო­გე­ბე­ბით, არა­მედ თა­მა­შის სტი­ლით. გვარ­დი­ო­ლამ მსოფლიო ფეხ­ბურ­თი შეც­ვა­ლა“, - ჰყვე­ბო­და ხავი.

ხა­ვი­სა და პეპს დღემ­დე მტკი­ცე და მე­გობ­რუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა აქვთ. 2020-ში ნა­ხე­ვარმცვე­ლი ჰყვე­ბო­და, რომ ყო­ფილ მწვრთნელ­თან ხში­რი კონ­ტაქ­ტი აქვს და პე­რი­ო­დუ­ლად ხვდე­ბი­ან კი­დეც.

"ჩემი თა­მა­შის კონ­ცეფ­ცია ძა­ლი­ან ჰგავს პე­პი­სას. გვარ­დი­ო­ლას სურს დო­მი­ნი­რე­ბა და ბურ­თის ფლო­ბა. მეც ამ იდე­ას ვი­ზი­ა­რებ. სა­ბო­ლოო ჯამ­ში სა­უ­ბა­რია აქ­ტი­ურ თა­მაშ­ზე, სწორ პრე­სინგზე. გვარ­დი­ო­ლას ხა­სია­თი­დან, ამ­ბი­ცი­ე­ბი­სა და გა­მარ­ჯვე­ბის სურ­ვი­ლი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ბევ­რი რამ ვის­წავ­ლე. ვთვლი, რომ ის ყვე­ლა დრო­ის სა­უ­კე­თე­სო მწვრთნე­ლია.“ - ამ­ბობს ხა­ვი.


მკითხველის კომენტარები / 3 /
პაპა და ბაბო :)))))))
შოუ
06:54 13-01-2022
0
ხავი შე ძალიან მაგარო !!!
ოხ, როგორ არ გაღირსეს ერთი ოქროს ბურთი...
აჩი
14:57 12-01-2022
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული