ნამდვილი თრილერი ელ კლასიკოში - "რეალმა" "ბარსელონას" დამატებით დროში სძლია [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ესპანეთის სუპერთასის ნახევარფინალში "რეალმა" დამატებით დროში 3:2 დაამარცხა "ბარსელონა".

"რეალმა" "ბარსას" მიჯრით მეხუთედ სძლია - კატალონიურ გუნდს ელ კლასიკოში თითქმის 5 წელია არ გაუმარჯვია.

ეს ხავის ხელმძღვანელობით „ბარსელონას“ პირველი ელ კლასიკო იყო. გუნდმა განაცხადში ფერან ტორესის შეყვანა მოასწრო. მწყობრში ჩადგნენ არაუხო, ფ. დე იონგი და ფატი და კატალონიელები ოპტიმისტურ განცხადებებს აკეთებდნენ - მიუხედავად იმისა, რომ „რეალს“ ლა ლიგაზე 17 ქულით ჩამორჩებიან.

მატჩის მიმდინარეობას თანმიმდევრობით მივყვეთ: „სამეფო გუნდი“ 25-ე წუთზე ვინისიუსმა მოედნის ცენტრში ბურთის ბუსკეტსის მიერ დაკარგვის შემდეგ დააწინაურა - მას
საგოლე გადაცემა ბენზემამ გაუკეთა. 41-ე წუთზე ლ. დე იონგმა ანგარიში გაათანაბრა. რაც ინფორმაცია გავრცელდა, რომ „კადისში“ უშვებენ, მან 4 მატჩში 3-ჯერ დალაშქრა მეტოქეთა კარი. იქამდე მას ზედიზედ 8 შეხვედრაში არ გაუტანია.

69-ე წუთზე ბენზემამ ბურთი ძელს გაარტყა, ხოლო 72-ეზე „ბლანკოსი“ წინ გაიყვანა. თუმცა კასტილიელთა სიხარული ხანმოკლე აღმოჩნდა - შეცვლაზე შესულმა ფატიმ, რომელსაც ნოემბრის მერე ტრავმის გამო არ უთამაშია, კურტუა დაამწუხრა. მორიგი შეტევისას დემბელეს გოლის გატანა კურტუამ არ დაანება, 2:2 და დამატებითი დრო დაინიშნა.

98-ე წუთზე ვალვერდემ ისევ დააწინაურა „სამეფო გუნდი“, ხოლო კურტუამ ისევ გამოიჩინა თავი - ამჯერად ბუსკეტსს არ გაატანინა, კომპენსირებულ დროში როდრიგო ტერ შტეგენთან პირისპირ გავიდა, ვერ შეძლო მისი კარის დალაშქვრა და ეს ძალიან საინტერესო მატჩი "რეალმა" 3:2 მოიგო. თუმცა, ფაქტია, ხავის ხელმძღვანელობით "ბარსელონა" ძლიერდება, მით უმეტეს, თავისი ახალგაზრდული შემადგენლობის გათვალისწინებით.

დღეს, მეორე ნახევარფინალში, ერთმანეთს „ატლეტიკო“ და ტურნირის შარშანდელი გამარჯვებული „ბილბაო“ დაუპირისპირდებიან.

ერ-რიადი. „მეფე ფახდის სახელობის სტადიონი“
ბარსელონა - რეალი 2:3
გოლები: 0:1 ვინისიუსი (25), 1:1 ლ. დე იონგი (41), 1:2 ბენზემა (72), 2:2 ფატი (84), 2:3 ვალვერდე (98)

ბარსელონა: ტერ შტეგენი, ალბა, პიკე, არაუხო, დანი ალვეში (ნიკო გონსალესი 79), გავი (დეპაი 78), ბუსკეტსი, ფ. დე იონგი (პედრი 46), ფერან ტორესი (ეზალზული 46) (ჟუდჟლა 100), ლ. დე იონგი (ფატი 66), დემბელე

რეალი: კურტუა, მენდი, ნაჩო, მილიტაო, კარვახალი (ვასკესი 91), კროოსი, კაზემირო, მოდრიჩი (ვალვერდე 82), ვინისიუსი (კამავინგა 110), ბენზემა, ასენსიო (როდრიგო 68)

- 38 წლისა და 251 დღის დანი ალვეში ელ კლასიკოს ყველაზე ასაკოვანი მონაწილე გახდა. ეს ბრაზილიელის კარიერაში მე-1000 მატჩი იყო - 394-ე „ბარსელონაში“.
- ბენზემას გოლი+საგოლე პასის მიხედვით ელ კლასიკოში მესის შემდეგ საუკეთესო მაჩვენებელი აქვს (11+10). მესის ანგარიშზე 26 გოლი და 14 პასია. ქარიმმა მიმდინარე სეზონში 23-ე გოლი გაიტანა და „ლივერპულის“ თავდამსხმელ სალაჰს გაუთანაბრდა - მასზე მეტი ტოპ 5-ის ლიგებში მხოლოდ ლევანდოვსკის აქვს გატანილი (31).
- პედრიმ „ბარსელონაში“ სექტემბრის შემდეგ პირველად ითამაშა.
- ვალვერდემ 2020 წლის ოქტომბრის შემდეგ პირველად გაიტანა გოლი.
- ამით შეწყდა ყველა ტურნირზე "ბარსას" 7-მატჩიანი წაუგებელი სერია.
- "რეალმა" 100-ჯერ დაამარცხა "ბარსელონა", 96-ჯერ ელ კლასიკოში კატალონიელებმა იმარჯვეს, ხოლო 52-ჯერ ფრე დაფიქსირდა.

მკითხველის კომენტარები / 6 /
მოკლედ სადაც დაიჭირეს იქ მოუგეს ბარსას.
მეგრელი
04:19 13-01-2022
23
აბა რაააა. სად არის ბარსას მოსაგები?! ამ გუნდს გაისად მბაპე და ჰალანდი რომ დაემატება მერე ნახე გოლების წვიმა..........
რონი
01:45 13-01-2022
30
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული