"ბარსელონას" 19 წლის ნახევარმცველმა ანსუ ფატიმ ტრავმით გამოწვეული ხანგრძლივი პერიოდის შემდეგ "რეალთან" ესპანეთის სუპერთასის ნახევარფინალში ითამაშა, გოლი გაიტანა, მაგრამ "ბილბაოსთან" თასის 1/8-ფინალურ მატჩში ისევ ტრავმა მიიღო.
Esport3-ის ცნობით, ფატის ბარძაყის ოპერაციის გაკეთება ფინეთში მოუწევს, 3-4 თვე გაუცდება და ამ სეზონში ვეღარ ითამაშებს.
მიმდინარე სეზონში ლა ლიგის 5 მატჩში ფატიმ 3 გოლი გაიტანა.