"ჩემპიონთა ლიგაზე ჯგუფში ყოველთვის პირველ ადგილს ვიკავებდით..." - ვალვერდემ "ბარსაზე" ისაუბრა

AutoSharing Option
"ბარსელონას" ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა ერნესტო ვალვერდემ კლუბში გატარებული პერიოდი გაიხსენა.

"ჩვენ ლა ლიგა ორჯერ მოვიგეთ. რა თქმა უნდა, ეს კარგი შედეგია, თუმცა ზოგ-ზოგიერთისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა. "ბლაუგრანაში" 2.5 წელი გავატარე, რა დროშიც ჩემპიონთა ლიგაზე ჯგუფში ყოველთვის პირველ ადგილს ვიკავებდით, ბოლო თამაშებს დაძაბულები არ ვხვდებოდით.

კარგია, როდესაც ასე ხდება, ამ ყველაფერს ვაფასებდით, თუმცა ზოგი ადამიანისთვის მნიშვნელობა სხვა რაღაცას ჰქონდა, თუმცა პატივს ვცემდით, რა თქმა უნდა, რადგან ვიცოდით, რომ ჩვენთვის ეს მარტივი არ იქნებოდა, მაგრამ ახლა... კარგი, ნახეთ...

ამ ყველაფერს გარედან ვუყურებ.
როდესაც "ბარსელონას" მსგავს კლუბს დატოვებ, ცოტაოდენი დასვენება გჭირდება. დიდი ხანია, რაც ვემზადები, დრო მჭირდება", - განუცხადა ვალვერდემ Libero-ს.

შეგახსენებთ, ერნესტოს თაოსნობით კატალონიურმა კლუბმა ლა ლიგა 2-ჯერ მოიგო, ასევე, კოპა დელ რეი და ესპანეთის სუპერთასი. სპეციალისტი ესპანეთის სუპერთასის ნახევარფინალში "ატლეტიკოსთან" 3:2 მარცხის შემდეგ გაათავისუფლეს. იმ მომენტში "ლურჯ-ბროწეულისფერები" ლა ლიგაში 1-ელ ადგილს "რეალთან" ერთად იკავებდნენ.

რაც შეეხება სტატისტიკურ მონაგარს, "ბარსამ" ვალვერდეს დროს 163 შეხვედრა გამართა, საიდანაც 108 მოიგო (66.25%), 35 მატჩი ფრედ დაასრულა (21.47), 20 დაპირისპირება კი დათმო (12.26%).

მომზადებულია Sports-ის მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 1 /
ისე ჩვენში დარჩეს და ეს ნამდვილად ჯობდა, სეტიენსაც და კუმანსაც.
თემო
14:11 28-01-2022
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული