"არსენალის" 32 წლის თავდამსხმელი პიერ-ემერიკ ობამეიანგი დღეს "ბარსელონასთან" საიჯარო ხელშეკრულების გასაფორმებლად კატალონიაში სულ ტყუილად ჩაფრინდა, - იტყობინება The Athletic-ი.
გამოცემის ცნობით, კლუბები გაბონელის ხელფასის გადახდის შესახებ ვერ შეთანხმდნენ.
"ბარსას" 24 წლის ნახევარმცველმა უსმან დემბელემ კი "არსენალში" გადასვლა არ ისურვა, თუმცა მეორე ლონდონური კლუბის ვარიანტი გამოუჩნდა - "მუნდო დეპორტივოს" მტკიცებით, ის კარიერას "ჩელსიში" გააგრძელებს.
ფეხბურთელის აგენტი მუსა სისოკო ტრანსფერის დეტალების შესათანხმებლად უკვე ინგლისში ჩავიდა. ABC ირწმუნება, რომ დემბელეს "გაარისტოკრატება" 99%-ით გადაწყვეტილია.