"ბარსელონას" ყოფილმა პრეზიდენტმა ჟოან გასპერმა განაცხადა, რომ მადრიდის "რეალმა" კილიან მბაპე უკვე ფაქტობრივად გაიფორმა.
"მინდა ექსკლუზიური ინფორმაცია მოგაწოდოთ. კილიამ მბაპემ მადრიდის "რეალთან" კონტრაქტი გააფორმა, დარწმუნებული ვარ ამაში. ვიცნობ ფლორენტინო პერესს" - ციტირებს Marca გასპარის სიტყვებს.
შეგახსენებთ, "ბლანკოსი" ფრანგს სეზონში 50 მილიონ ევროს ჰპირდება.
მოგეხსენებათ, მბაპე პსჟ-ში 2017 წელს "მონაკოდან" გადავიდა. ამ სეზონში ლიგა 1-ში 20 მატჩი გამართა, თავი კი 10 გოლითა და 9 შედეგიანი გადაცემით გამოიჩინა.
კილიანის ფრანგულ გუნდთან კონტრაქტი 2021/22 წლების ზაფხულში იწურება, მის სახელს კი "სამეფო გუნდს" დიდი
ხანია უკავშირებენ.
მომზადებულია championat-ის მიხედვით