2 მიზეზი, რის გამოც ალვეში ევროტურნირზე ვერ ითამაშებს

AutoSharing Option
მოგეხსენებათ, კატალონიის "ბარსელონა" ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მე-3 ადგილის დაკავების შემდეგ ევროპის ლიგაზე გადაერთო, სადაც 17 და 24 თებერვალს იტალიურ "ნაპოლის" დაუპირისპირდება.

მოულოდნელად, "ბლაუგრანას" მთავარმა მწვრთნელმა ხავი ერნანდესმა დანი ალვეში განაცხადში არ შეიყვანა.

შეგახსენებთ, "ლურჯ-ბროწეულისფერების" ხელმძღვანელობამ ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს ადამა ტრაორე, ფერან ტორესი და პიერ-ემერიკ ობამეიანგი დაიმატა. ვინაიდან უსმან დემბელე ჩემპიონთა ლიგაზე გამოდიოდა და გუნდშიც ირიცხება, განაცხადშიც ჩაჯდება, ჩამოთვლილ ფეხბურთელებში "ბარსელონა B"-ს 8 წარმომადგენელსაც შეხვდებით.

ალვეშის შემადგენლობაში არყოფნას ხელი რამდენიმე მიზეზმა შეუწყო.

პირველი: გუნდში მარჯვენა მცველად შეიძლება მოგვევლინონ სერჟინიო
დესტი, ოსკარ მინგესა, რონალდ არაუხო და სერხი რობერტო.

მეორე: ბრაზილიელი 38 წლისაა და ორ ფრონტზე თამაშს ვერ მოახერხებს, ხავისთვის კი პრიორიტეტული სეზონის ბოლოს ლა ლიგის ცხრილში საუკეთესო ოთხეულში მოხვედრა გახლავთ.

მომზადებულია Marca-ს მიხედვით

altობამეიანგი: ჩემი მიზანი "ბარსელონას" ჩემპიონთა ლიგაზე დაბრუნებაა

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული