38 წლის დანი ალვეშის გოლი, საგოლე გადაცემა და გაძევება - "ბარსელონამ" "ატლეტიკო" დაამარცხა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ლა ლიგის 23-ე ტურში „ბარსელონამ“ სახლში „ატლეტიკოს“ 4:2 სძლია.

მასპინძელთა გუნდის 38 წლის მცველმა დანი ალვეშმა გოლი გაიტანა, საგოლე გადაცემა გააკეთა, 69-ე წუთზე კი მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და გააძევეს.

„ბარსელონა“ 38 ქულით მეოთხე ადგილზეა და 14 თებერვალს „ესპანიოლს“ შეხვდება, ხოლო 36 ქულით მეხუთე პოზიციაზე მყოფი „ატლეტიკო“ 13 თებერვალს „ხეტაფეს“ უმასპინძლებს.

ბარსელონა. „კამპ ნოუ“
ბარსელონა - ატლეტიკო
გოლები: 0:1 კარასკო (8), 1:1 ალბა (10), 2:1 გავი (21), 3:1 არაუხო (43), 4:1 დანი ალვეში (49), 4:2 სუარესი (58)
გაძევება: დანი ალვეში
(69)

- „ბარსელონა“ ხავის ხელმძღვანელობით ჩემპიონატზე ბოლო 7 მატჩში დაუმარცხებელია - 4 მოგება და 3 ფრე.
- „ბარსა“ სახლში „ატლეტიკოსთან“ უკანასკნელად 2006 წლის 5 თებერვალს დამარცხდა - მას შემდეგ 22 მატჩიდან 14 მოიგო და 8 ფრედ დაასრულა.
- „ატლეტიკომ“ ყველა ტურნირზე ბოლო 5 შეხვედრიდან 1 მოიგო, 1 ფრედ დაასრულა და 3 წააგო.
- „ატლეტიკომ“ პრიმერაზე 2012 წლის დეკემბრის შემდეგ პირველად გაუშვა 1 მატჩში 4 გოლი - ისევ „ბარსელონასგან“.
- „ბარსელონაში“ „არსენალიდან“ გადასული ობამეიანგის დებიუტი შედგა, რომელიც 61-ე წუთზე ტრაორეს ნაცვლად შევიდა შეცვლაზე.
- მადრიდელთა თავდამსხმელმა სუარესმა გოლი გაიტანა და საგოლე გადაცემა გააკეთა - მის ანგარიშზე თავის ყოფილ გუნდთან 3 თამაშში 2 გოლი და 2 საგოლე პასია.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული