პიკემ მელამედს წაუთაქა - ლ. დე იონგმა "ბარსა" 90+6 წუთზე "ესპანიოლთან" მარცხისგან იხსნა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ლა ლიგის 24-ე ტურში „ბარსელონამ“ გასვლაზე „ესპანიოლთან“ ფრეს მიაღწია - 2:2.

სტუმრები დებიუტში ჟორდი ალბას პასით პედრიმ დააწინაურა, რომელმაც ამ სეზონში ჩემპიონატზე პირველი გოლი გაიტანა. მე-40 წუთზე ანგარიში შორიდან დარტყმით დარდერმა გაათანაბრა. ისე, „ბარსას“ მეტი გატანა შეეძლო, მაგრამ გოლი გაუშვა და პირველი ტაიმი 1:1 დასრულდა.

ტრავმირებული არაუხო მეორე ტაიმში ერიკ გარსიამ შეცვალა. მან 64-ე წუთზე პოზიცია დაკარგა და დარდერის გადაცემის შემდეგ დე ტომასმა მასპინძლები წინ გაიყვანა. 90+2 წუთზე პიკემ მელამედს თავში ხელი წამოარტყა და შეხლა-შემოხლის შემდეგ მსაჯმა ორივე გააძევა, ხოლო
შეცვლაზე შესულმა ლ. დე იონგმა კომპენსირებულ დროში საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - რა თქმა უნდა, თავურით.

„ბარსელონა“ ჩემპიონატზე ბოლო 8 მატჩში დაუმარცხებელია (4 მოგება და 4 ფრე), 23 ჩატარებული შეხვედრის მერე 39 ქულით მე-4 ადგილზეა და 20 თებერვალს გასვლაზე „ვალენსიას“ დაუპირისპირდება, იქამდე კი, 17 თებერვალს, ევროპა ლიგაზე „ნაპოლის“ უმასპინძლებს.

კორნელა დე ლობრეგატი. „RCDE სტედიუმი“. 25 049 მაყურებელი
ესპანიოლი - ბარსელონა 2:2
გოლები: 0:1 პედრი (2), 1:1 დარდერი (40), 2:1 დე ტომასი (64), ლ. დე იონგი (90+6)
გაძევება: მელამედი (90+2), პიკე (90+2)

altხავი: "ბარსელონას" ვეღარავინ გააჩერებს [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 3 /
ჩავი როგორც მწვრთნელი ბევრად ჯობია კუმანსაც და ვალვერდესაც, სეტიენზე აღარ ვლაპარაკობ (ბარსასი კი არა, საერთოდ ლა ლიგის დონის მწვრთნელიც არ იყო), რამდენიმე პოზიციაც გააძლიერეს,მაგრამ ჯერჯერობით ეს არ არის იმ დონის გუნდი, რომელიც მაღალი მიზნებისტვის იბრძოლებს. ჩემპიონთა ლიგის ზონაში დარჩენა წელს ალბათ ეს მათი მაქსიმუმი იქნება. მერე ვნახოთ, თუ შემადგენლობის გაძლიერება გაგრძელდება განსაკუთრებით ფლანგის მცველების, ცენტრალური ნახევარმცველისა და მარჯვემა ლიტერალის პოზიციებზე, შეიძლება მეტზე ფიქრიც.
ისე, ახლა განსაკუთრებით კარგად გამოჩნდა რა უქნა გუნდს ბართომეუს ბანდამ და რა გაუბედურებული გუნდი ათრია მესიმ ბოლო წლები საკუთარი ზურგით!
არტ
15:26 14-02-2022
1
რატომ არ იძახით რაგოლი გაუტანა და როგორი ლამაზი იყო მართლა ბარსელონას საიტია ეს საიტი
4

სიახლეები პოპულარული