02:14 14-02-2022
პიკემ მელამედს წაუთაქა - ლ. დე იონგმა "ბარსა" 90+6 წუთზე "ესპანიოლთან" მარცხისგან იხსნა [VIDEO]
AutoSharing Option
სტუმრები დებიუტში ჟორდი ალბას პასით პედრიმ დააწინაურა, რომელმაც ამ სეზონში ჩემპიონატზე პირველი გოლი გაიტანა. მე-40 წუთზე ანგარიში შორიდან დარტყმით დარდერმა გაათანაბრა. ისე, „ბარსას“ მეტი გატანა შეეძლო, მაგრამ გოლი გაუშვა და პირველი ტაიმი 1:1 დასრულდა.
ტრავმირებული არაუხო მეორე ტაიმში ერიკ გარსიამ შეცვალა. მან 64-ე წუთზე პოზიცია დაკარგა და დარდერის გადაცემის შემდეგ დე ტომასმა მასპინძლები წინ გაიყვანა. 90+2 წუთზე პიკემ მელამედს თავში ხელი წამოარტყა და შეხლა-შემოხლის შემდეგ მსაჯმა ორივე გააძევა, ხოლო შეცვლაზე შესულმა ლ. დე იონგმა კომპენსირებულ დროში საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - რა თქმა უნდა, თავურით.
„ბარსელონა“ ჩემპიონატზე ბოლო 8 მატჩში დაუმარცხებელია (4 მოგება და 4 ფრე), 23 ჩატარებული შეხვედრის მერე 39 ქულით მე-4 ადგილზეა და 20 თებერვალს გასვლაზე „ვალენსიას“ დაუპირისპირდება, იქამდე კი, 17 თებერვალს, ევროპა ლიგაზე „ნაპოლის“ უმასპინძლებს.
კორნელა დე ლობრეგატი. „RCDE სტედიუმი“. 25 049 მაყურებელი
ესპანიოლი - ბარსელონა 2:2
გოლები: 0:1 პედრი (2), 1:1 დარდერი (40), 2:1 დე ტომასი (64), ლ. დე იონგი (90+6)
გაძევება: მელამედი (90+2), პიკე (90+2)
ასევე დაგაინტერესებთ
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული
ისე, ახლა განსაკუთრებით კარგად გამოჩნდა რა უქნა გუნდს ბართომეუს ბანდამ და რა გაუბედურებული გუნდი ათრია მესიმ ბოლო წლები საკუთარი ზურგით!