მოულოდნელად "ატლეტიკო" აუტსაიდერთან დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
გუშინ, 16 თებერვალს, ესპანეთში ლა ლიგის 21-ე ტურის გადადებული მატჩი გაიმართა. მადრიდის "ატლეტიკომ" "ლევანტეს" უმასპინძლა. მოულოდნელად, სტუმრებმა "როხიბლანკო" 1:0 დაამარცხეს.

უგოლო პირველი ტაიმის შემდეგ 3 ქულის ტოლფასი გოლი გონსალო მელერომ გაიტანა. ესპანელმა ფეხბურთელმა თავი 54-ე წუთზე გამოიჩინა.

ამრიგად, 24 ტურის შემდეგ "ატლეტიკო" 39 ქულით მე-5 ადგილზე იმყოფება. მომდევნო შეხვედრას 19 თებერვალს, "ოსასუნას" წინააღმდეგ გამართავს.

"ლევანტე" 14 ქულით ბოლო, მე-20 პოზიციას იკავებს, შემდეგ ტურში (22 თებერვალს) კი "სელტა ვიგოს" ესტუმრება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული