ესპანეთის ლა ლიგის 25-ე ტურში მადრიდის "ატლეტიკო" "ოსასუნას" ესტუმრა და 3:0 დაამარცხა.
ანგარიში ჟოაო ფელიშმა გახსნა, პორტუგალიელმა შემტევმა თავი მე-3 წუთზე გამოიჩინა, 59-ე წუთზე ლუის სუარესმა გოლი შორეული დისტანციიდან გაიტანა, საბოლოო ანგარიში კი 89-ე წუთზე ანხელ კორეამ დააფიქსირა.
ამრიგად, "როხიბლანკო" 42 ქულით მე-4 ადგილს იკავებს, მომდევნო შეხვედრას 27 თებერვალს, "სელტა ვიგოს" წინააღდეგ გამართავს, ამ დაპირისპირებამდე 24 თებერვალს, ჩემპიონთა ლიგის ეგიდით "მანჩესტერ იუნაიტედს" უმასპინძლებს.
"ოსასუნას" 32 ქულა აქვს და მე-9 პოზიციაზე იმყოფება, შემდეგ მატჩს კი იმავე 27 თებერვალს, "რეალ სოსიედადის" პირისპირ ჩაატარებს.