ესპანეთის თასის საპასუხო ნახევარფინალური მატჩი "ბეტისსა" და "რაიო ვალეკანოს" შორის სევილიაში 1:1 დასრულდა და რადგან პირველი შეხვედრა ანდალუსიელებს 2:1 ჰქონდათ მოგებული, ფინალში გავიდნენ.
"ბეტისი" ფინალში 2005 წლის შემდეგ პირველად გავიდა - მაშინ "ოსასუნა" დამატებით დროში 2:1 დაამარცხა და ტიტულს დაეუფლა.
ესპანეთის თასის ფინალში, რომელიც 23 აპრილს სევილიის "ლა კარტუხაზე" გაიმართება, ერთმანეთს "ბეტისი" და გიორგი მამარდაშვილის "ვაალენსია" დაუპირისპირდებიან.
სევილია. "ბენიტო ვილიამარინი". 50 916 მაყურებელი
ბეტისი - რაიო ვალეკანო 1:1
გოლები: 0:1 ბებე (80), 1:1 იგლესიასი (90+2)