პირველი ტაიმის დასასრულს მასპინძლები ფიდელმა დააწინაურა. მე-60 წუთზე ფერან ტორესმა ანგარიში გაათანაბრა, 84-ე წუთზე კი დეპაიმ პენალტით გამარჯვება „ბარსას“ მოუტანა. მან სეზონში მე-10 გოლი გაიტანა.
„ბარსელონამ“ ჩემპიონატზე ზედიზედ სამი მატჩი მოიგო საერთო ანგარიშით 10:2. ბოლო 11 შეხვედრიდან 7 მოიგო და 4 ფრედ დაასრულა, 4 დეკემბრის შემდეგ არ წაუგია, 48 ქულით მე-3 ადგილზეა, თან 1 მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული, 11 მარტს ევროპა ლიგაზე „გალათასარაის“ უმასპინძლებს, ხოლო 14 მარტს პრიმერაზე - „ოსასუნას“.
ელჩე. „მანუელ მარტინეს ვალერო“. 30 416 მაყურებელი
ელჩე - ბარსელონა 1:2
გოლები: 1:0 ფიდელი (44), 1:1 ფერან ტორესი (60), 1:2 დეპაი (84, პენ)
ანალოგიური პენალტი რატო არ დადეს?