"ბარსელონამ" ისევ მოიგო და მესამე ადგილზე აღზევდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ლა ლიგის 27-ე ტურში „ბარსელონამ“ გასვლაზე „ელჩე“ 2:1 დაამარცხა.

პირველი ტაიმის დასასრულს მასპინძლები ფიდელმა დააწინაურა. მე-60 წუთზე ფერან ტორესმა ანგარიში გაათანაბრა, 84-ე წუთზე კი დეპაიმ პენალტით გამარჯვება „ბარსას“ მოუტანა. მან სეზონში მე-10 გოლი გაიტანა.

„ბარსელონამ“ ჩემპიონატზე ზედიზედ სამი მატჩი მოიგო საერთო ანგარიშით 10:2. ბოლო 11 შეხვედრიდან 7 მოიგო და 4 ფრედ დაასრულა, 4 დეკემბრის შემდეგ არ წაუგია, 48 ქულით მე-3 ადგილზეა, თან 1 მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული, 11 მარტს ევროპა ლიგაზე „გალათასარაის“ უმასპინძლებს, ხოლო 14 მარტს პრიმერაზე - „ოსასუნას“.

ელჩე.
„მანუელ მარტინეს ვალერო“. 30 416 მაყურებელი

ელჩე - ბარსელონა 1:2
გოლები: 1:0 ფიდელი (44), 1:1 ფერან ტორესი (60), 1:2 დეპაი (84, პენ)

მკითხველის კომენტარები / 1 /
ძაან კარგად გამოჩნდა რის ხარჯზე მოიგო ბარსამ
ანალოგიური პენალტი რატო არ დადეს?
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული