მარგველაშვილი და ლიპარტელიანი ბრინჯაოს მედლებისთვის იბრძოლებენ - პარიზის გრანდ-სლემის პირველი დღე

AutoSharing Option
საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში, დღეს სტარტი ძიუდოს გრანდ-სლემმა აიღო, პირველ საშეჯიბრო დღეს ტატამზე 6 ქართველი ძიუდოისტი წარსდგა.

60 კგ - ჯაბა პაპინაშვილი

66 კგ - ვაჟა მარგველაშვილი, თემურ ნოზაძე

73 კგ - ლაშა შავდათუაშვილი, მიხეილ ბახბახაშვილი

57 კგ - ეთერ ლიპარტელიანი

მათგან ფინალურ ბლოკში ორ ძიუდოისტს - ეთერ ლიპარტელიანსა და ვაჟა მარგველაშვილს ვიხილავთ, რომლებიც ბრინჯაოს მედლებისთვის იბრძოლებენ. 

ეთერი ფრანგ ოელი ველოზის, ხოლო მარგველაშვილი რუს მურად ჩოპანოვს დაუპირისპირდება.

ფინალური ბლოკი თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული