ქართული გვარის მქონე "ბარსელონას" ძირითად გუნდში - ჩავიმ იააკობიშვილი დააწინაურა

AutoSharing Option
ქართული გვარის მქონე უნგრეთის მოქალაქემ, 16 წლის მეკარე არონ იააკობიშვილმა, დღეს "ბარსელონას" ძირითად გუნდთან ერთად ივარჯიშა. 

Sport.es წერს, რომ Juvenil B-დან იააკობიშვილი და ალეიშ გარიდო დააწინაურა. 

ახალგაზრდა კარის დარაჯმა კარიერა უნგრეთში, კერძოდ, მტკ-ს აკადემიაში დაიწყო, შემდეგ კი "სანტ ჯასტის" ღირსებასაც იცავდა, 2018 წლიდან კი "ბლაუგრანაში" გადაბარგდა. 

Sport.es წერს, რომ იააკობიშვილის სახელი უნდა დავიმახსოვროთ, რადგან მას დიდი მომავალი 
აქვს, ფეხით კარგად თამაშობს, მოედნის მიღმა მორიდებულია, თუმცა მწვანე მინდორზე გარდაიქმნება და საკუთარი საჯარიმოდან თანაგუნდელებს ხელმძღვანელობს.
მკითხველის კომენტარები / 11 /
ჯერ ერთი რანაირად არის ქართველი, გვარიც კი არ აქვს ქართული, სად გინახავთ ასეთი გვარი. უბრალოდ შემორჩა შვილი ბოლოში და ეგაა. მერე დააწინაურეს არა შტეგენს გაყიდიან კიდე ხვალ, უბრალოდ პირველ გუნდში უხმეს რამდენიმე დღით ვარჯიშზე და მორჩა. ნიჭიერი როა მეც გამიგია მარა არნაუ ტენასიც ნიჭიერია, ცარევიჩიც და კიდე რამდენიმე მეკარეა ასეთი ბარსაში, ფეხით რო თამაშობს მარა როგორც ისინი არ გვეხება ჩვენ, ქართველებს, ასე არ გვეხება ეს ბიჭიც. ნუ მე როგორც ბარსას ქომაგს გამიხარდება ამისი წარმატება მარა არა იმიტო რო რამენაირად ქართველია
8
ღმერთმა წარმატება მისცეს …მაგრამ ეგ ისეთი ქართველია( სახელს მაინც დააკვირდით) როგორიც მისი მოგვარე მიხუნას დროს რაღაც მინისტრი რომ იყო ….თუ უნგრეთში დაიწყო თამაში ესე იგი ოჯახი იქ ცხოვრობს თუ უნგრეთის ნაკრებს არა მაშინ ისრაელის ნაკრებს აირჩევს და თქვენ რა განერვიულებთ ნეტავ …
მდაა
02:40 25-03-2022
10

სიახლეები პოპულარული