"ბარსამ" სალაჰის მოთხოვნების დაკმაყოფილება ვერ შეძლო

AutoSharing Option
"ლივერპულის" თავდამსხმელი მოჰამედ სალაჰი "ბარსელონაში" არ გადავა, - იტყობინება AS-ი.

გამოცემის ცნობით, მხარეები კონტრაქტის პირობებზე ვერ შეთანხმდნენ. 29 წლის ეგვიპტელმა ხუთსეზონიანი კონტრაქტის გაფორმება და წლიურ გასამრჯელოდ 17 მილიონი ევრო მოითხოვა. კატალონიურ კლუბს სალაჰის გადაბირება ძალიან უნდოდა, მაგრამ მისი მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე უარი განაცხადა.

ტრანსფერის გაჩარხვას აგრეთვე ხელი სალაჰის "ლივერპულთან" მოქმედმა ხელშეკრულებამ შეუშალა, რადგან ინგლისური კლუბი დიდ თანხას მოითხოვდა.

ახლა "ბარსა" ერლინ ჰოლანის (დორტმუნდი) ან რობერტ ლევანდოვსკის (ბაიერნი) გადაბირებას შეეცდება.

მკითხველის კომენტარები / 3 /
არ ჭირდება ბარსას "სალათები და მათვლაფები," აუცვან.
ი.ო.
11:03 05-04-2022
6
სალაჰი არა იხვის ტოლმა, მიაყოლეთ ლევანდოვსკიც, ბებრები არ ჭირდება ბარსას.
ბარსა
10:09 05-04-2022
4
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული