მამარდაშვილს "ვალენსიაში" ახალი კონკურენტი ეყოლება?

AutoSharing Option
larazon-ის ცნობით, გიორგი მამარდაშვილის „აფეთქებამ“ შეიძლება „ვალენსიადან“ იასპერ სილესენის წასვლა გამოიწვიოს და თუ ის პსვ-ში გადავიდა, „მესტალიაზე“ 35 წლის ვისენტე გუაიტას დაბრუნებას შეეცდებიან.

გუაიტა „ღამურების“ აღზრდილია, 2014 წელს „ხეტაფეს“ მიჰყიდეს, 2018 წელს კი თავისუფალი აგენტის სტატუსით „კრისტალ პალასში“ გადავიდა და ამჟამად ამ გუნდის ძირითადი მეკარეა.

მან განაცხადა, რომ ლონდონურ კლუბთან კონტრაქტი მომავალი წლის ზაფხულში უმთავრდება, პრემიერლიგა მოსწონს, ასაკი ემატება, სათამაშოდ სულ უფრო და უფრო ცოტა დრო რჩება, „ვალენსიაში“ დაბრუნება უნდა, სადაც რამდენიმე სეზონის ჩატარება კიდევ შეუძლია, თუმცა გაიხსენა ის პერიოდი,
როდესაც მშობლიურ გუნდში არ ენდობოდნენ, ინგლისში კი სტაბილურად თამაშობს.

მკითხველის კომენტარები / 1 /
Tu sileseni wava magas didi pikri ar chirdebida rom gamocdil mekares moiyvandnen...es giostvis uketesia konkurencia zrdis klass..
L.J .
13:53 18-04-2022
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული