"ბარსელონამ" ზედიზედ მეორე საშინაო მარცხი განიცადა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ლა ლიგის 32-ე ტურში „ბარსელონა“ სახლში „კადისთან“ 0:1 დამარცხდა.

მასპინძლები დიდ უპირატესობას ფლობდნენ, მაგრამ გოლი ვერ გაიტანეს. პირველ ტაიმში სტუმართა თავდამსხმელმა პერესმა კარგი მომენტი ვერ გამოიყენა, შესვენების შემდეგ კი მაინც დალაშქრა ტერ შტეგენის კარი. „ბარსამ“ კვლავ დიდი ძალებით შეუტია, „კადისი“ სახიფათო კონტრიერიშებით პასუხობდა და სამი შანსი გაუშვა ხელიდან. კატალონიური გუნდი ზეწოლას აგრძელებდა, მაგრამ მოწოდების სიმაღლეზე იდგა მეტოქის მეკარე ლედესმა. შედეგად, "ბარსელონამ" ზედიზედ მეორე საშინაო მარცხი განიცადა.

„ბარსელონას“ 1 მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული, 60 ქულით მეორე ადგილზეა და 21 აპრილს გასვლაზე
„სოსიედადს“ დაუპირისპირდება.

ბარსელონა. „კამპ ნოუ“. 57 495 მაყურებელი
ბარსელონა - კადისი 0:1
გოლი: პერესი (48)

მკითხველის კომენტარები / 7 /
ეჰ რამდენს არ გიყვართ ფეხბურთი....
0
გამომივიდა ზიდანი ესეც
კიჭი
11:45 19-04-2022
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული