"ბარსელონამ" ზედიზედ მეორე საშინაო მარცხი განიცადა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ლა ლიგის 32-ე ტურში „ბარსელონა“ სახლში „კადისთან“ 0:1 დამარცხდა.

მასპინძლები დიდ უპირატესობას ფლობდნენ, მაგრამ გოლი ვერ გაიტანეს. პირველ ტაიმში სტუმართა თავდამსხმელმა პერესმა კარგი მომენტი ვერ გამოიყენა, შესვენების შემდეგ კი მაინც დალაშქრა ტერ შტეგენის კარი. „ბარსამ“ კვლავ დიდი ძალებით შეუტია, „კადისი“ სახიფათო კონტრიერიშებით პასუხობდა და სამი შანსი გაუშვა ხელიდან. კატალონიური გუნდი ზეწოლას აგრძელებდა, მაგრამ მოწოდების სიმაღლეზე იდგა მეტოქის მეკარე ლედესმა. შედეგად, "ბარსელონამ" ზედიზედ მეორე საშინაო მარცხი განიცადა.

„ბარსელონას“ 1 მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული, 60 ქულით მეორე ადგილზეა და 21 აპრილს გასვლაზე
„სოსიედადს“ დაუპირისპირდება.

ბარსელონა. „კამპ ნოუ“. 57 495 მაყურებელი
ბარსელონა - კადისი 0:1
გოლი: პერესი (48)

მკითხველის კომენტარები / 7 /
ეჰ რამდენს არ გიყვართ ფეხბურთი....
I
19 აპრილი 2022 20:52
0
გამომივიდა ზიდანი ესეც
კიჭი
19 აპრილი 2022 11:45
3
იიიფ? ეგეც ეგრე!
რეალის ფანი.
19 აპრილი 2022 10:46
3
ის შთამბეჭდავი სერია, რაც ბარსას ბოლო 2 თვე ჰქონდა,სადღაც უნდა შეჩერებულიყო.რატომ უკვირს ზოგ-ზოგიერთს ეს ფაქტი მაინტერესებს.კარგ სერიებს გარკვეულ მომენტებში ჩავარდნები მოყვება,ეს საფეხბურთო აქსიომაა. დღევანდელი ბარსა სამომავლო გუნდია და შედეგები მომავალი წლიდან აუცილებლად მოვა.
გულშემატკივარი
19 აპრილი 2022 09:43
3
აინტრახტის ფანების ბრალია ეს წაგებაც!!! ნაღდია
აშკარად
19 აპრილი 2022 07:53
0
თეორიული შანსი კიდევ არსებობს, რეალმა 4 მატჩი უნდა წააგოს და ბარსამ ყველა მოიგოს და ჩემპიონია.საინტერესოა ხავის პოზიცია ამაზე?
ბარსას ქომაგების აზრით
19 აპრილი 2022 02:41
6
ჩავი თურმე მაგ ვარიანტს ყველაზე აქტიურად განიხილავს ბარსას ლიდერებთან ობამეიანგთან ფატისთან და ფარსმან სპარსთან, ბიჭებო არ ინერვიულოთ უეჭველი ჩემპები ვართო
aguli_11
19 აპრილი 2022 08:35
2

სიახლეები პოპულარული