რონალდ არაუხომ "ბარსელონასთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა.
ჟურნალისტ ნიკოლო შირას თქმით, ურუგვაელი "ბლაუგრანას" ღირსებას 2026 წლამდე დაიცავს. სამხრეთამერიკელი ფეხბურთელის გამოსასყიდი თანხა 1 მილიარდ ევროს შეადგენს.
შეგახსენებთ, გავრცელდა ინფორმაცია, თითქოსდა მხარეები ერთმანეთს ვერ უთანხმდებოდნენ და ფეხბურთელი სხვა გუნდში გადასვლას განიხილავდა. დასახელდა "მანჩესტერ იუნაიტედის" ვარიანტიც, თუმცა ყველაფერი კატალონიელების სასიკეთოდ დასრულდა.
მომზადებულია Sports-ის მიხედვით