"ბარსელონამ" ლევანდოვსკის ტრანსფერზე მუშაობა დაიწყო

AutoSharing Option
"ბარსელონას" წარმომადგენლები "ბაიერნის" თავდამსხმელ რობერტ ლევანდოვსკის აგენტს გაესაუბრნენ, - იტყობინება ჟერარ რომერო "ტვიტერით".

კატალონიური კლუბის წარმომადგენლებმა აგენტ პინი ზაჰავის განუცხადეს, რომ მზად არიან ტრანსფერში 30-35 მილიონი ევრო გადაიხადონ.

"ბარსა" პოლონელს 2+1 სისტემის კონტრაქტს სთავაზობს. ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ "ბაიერნი" მზადაა ლევანდოვსკი 40 მილიონად გაყიდოს.

ამ სეზონში ყველა ტურნირზე ლევანდოვსკიმ კლუბში 48 მატჩში 43 გოლი გაიტანა.

მკითხველის კომენტარები / 2 /
თუ ამაზე ჩალიჩობთ, მესი რაღაზე გაუშვით, თქვენი ყველაფერი რა? ასეთ რამეს, რომ ვიგებ ვგიჟდები, ლეოს კაცი გაუშვებდა???!!! უფრო და უფრო მაზიზღებთ ყველაფერს!
გია
10:26 29-04-2022
1

სიახლეები პოპულარული