"ატლეტიკოს" თავდამსხმელ ლუის სუარესს "ბარსელონაში" დაბრუნება სურს.
ჟურნალისტმა ხოსე ალვარეს გაიამ El Chiringuito TV-ის ეთერში განაცხადა, რომ 35 წლის ურუგვაელი ზაფხულში თავისუფალი აგენტი გახდება და "ბარსაში" დასაბრუნებლად მზადაა.
გაიას თქმით, ამისათვის ფორვარდი ხელფასის შემცირებაზე დათანხმდება. "ატლეტიკოს" სუარესთან ხელშეკრულების გაგრძელება არ უნდა.
ლუისმა "ბარსელონაში" 2014-2020 წლებში 13 ტიტული მოიგო, ამ სეზონში კი მადრიდულ გუნდში 42 მატჩში 13 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა გააკეთა.