გერმანიის ნაკრების 29 წლის მცველი ანტონიო რიუდიგერი კარიერას "რეალში" გააგრძელებს.
The Athletic-ის ცნობით, რიუდიგერმა "სამეფო კლუბთან" ხელშეკრულებას 2026 წლამდე მოაწერა ხელი, მისი სეზონური გასამრჯელო 9-10 მილიონი ევრო იქნება, ბონუსსაც მიიღებს და ახალ გუნდს ზაფხულში შეუერთდება.
გამოცემის მტკიცებით, რიუდიგერმა მადრიდულ კლუბში უკვე გაიარა მედშემოწმება. ტრანსფერს ოფიციალურად ჩემპიონთა ლიგის ფინალის შემდეგ გამოაცხადებენ.
რიუდიგერის კონტრაქტის გამოსასყიდი ფასი 400 მილიონი იქნება.