ასპილიკუეტას "ბარსელონაში" გადასვლა გადაწყვეტილია

AutoSharing Option
"ჩელსის" 32 წლის მცველი სესარ ასპილიკუეტა ზაფხულში აუცილებლად გამოიცვლის გუნდს, - იტყობინება AS-ი.

გამოცემის მტკიცებით, ასპილიკუეტა "ბარსელონაში" გადავა, სადაც ან დანი ალვეშს ან სერჟინიო დესტს შეცვლის, რომელთა შორის ერთ-ერთი უეჭველი დატოვებს კლუბს.

ასპილიკუეტა "ჩელსიში" 2012 წლიდან თამაშობს, ამ სეზონში კი პრემიერლიგის 18 მატჩში 2 საგოლე გადაცემა გააკეთა.

მკითხველის კომენტარები / 7 /
ახალგაზრდებსაც ყიდულობენ და ასაკოვნებსაც.არც უფულობას უჩივიან...მხოლოდ მესისათვის არ გამოჩნდა საჭირო თანხა.პირდაპირ კაცურად ეთქვათ და წავიდოდა.სულში ჩააფურთხეს,მესის.გუნდს ხავი ჩაუდგა სათავეში,რომელსაც უდიდეს პატივს ვცემ,შესანიშნავი ახალგაზრდობა მოდის და მათაც ვგულვშემატვკივრობ,მაგრამ ის ძველი ხიბლი და სიყვარული,გაქრა.ვხედავდი ბართომეუმ რა არაკაცობები გააკეთა და ლაპორტას იმედი მქონდა.დავუჯერე,როცა თქვა,ვალებში ვართ,მესის შენარჩუნება არ შეგვიძლიაო.ახლა კი ჩნდება,რომ ყველაფერი სიცრუე ყოფილა.გულში მინდა დამტკიცდეს,რომ მესის გაშვება,მართლაც იძულებითი ნაბიჯი იყო და მაშინ კლუბზეც მომიბრუნდება გული.თუმცა, ჯერ სამაგისო არაფერი ჩანს
სოსო
16:24 14-05-2022
0
ლაპორტა და ჩავი! რაო ბარსას "აახალგაზრდავებთ"? ლა ლიგაც, რომც მოგეგოთ ლეო მესის მერე, ყველანაირი ფასი დაკარგეთ.
"ახალი ერის" დაწყება!
09:55 14-05-2022
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული