სუარესი "ატლეტიკოს" დაემშვიდობა

AutoSharing Option
ლუის სუარესი "ატლეტიკოს" დაემშვიდობა.

შეგახსენებთ, მადრიდული კლუბის წარმომადგენლებმა 35 წლის ურუგვაელ ფეხბურთელზე გარკვეული პერიოდით ადრე განაცხადეს, რომ ზაფხულში გუნდიდან წავიდოდა.

"უსაზღვროდ მადლიერი ვარ თითოეული გულშემატკივრის სიყვარულისთვის, "როხიბლანკოს" სტაფის თითოეული წევრის ერთგულებისა და პატივისცემისთვის, რომელსაც ჩემი ოჯახის მიმართ გამოხატავდნენ" - განაცხადა სუარესმა.

შეგახსენებთ, სამხრეთამერიკელი ფეხბურთელი "ატლეტიკოში" 2020/21 წლების სეზონში გადავიდა, 66 შეხვედრა ჩაატარა და 32 გოლიც გაიტანა.

მომზადებულია Sports-ის მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 3 /
ლეგენდავ! მაგარი ფეხბურთელი ხარ! ძალიან ცუდად მოგექცა ბარსა შენნაირი ფეხბურთელი, რომ გაგიშვეს გუნდიდან თანაც როგორ, ყველანაირად დამამცირებლად. ჩვენ, შენი გულშემატკივრები გიხდით ბოდიშს, იმ გულის ტკენისთვის რაც მაშინ განიცადე. სადაც არ უნდა წახვიდე, ყველგან წარმატებას გისურვებთ!
მაგარო ფეხბურთელო!
15:02 16-05-2022
3
ეეეჰ სუა, შენ და ლეოს რაც არ გეკადრებოდათ ის გაკადრეს, ამ ახვრებმმა. დღემდე ვერ ვინელებ თქვენს გაშვებას.
სირცხვილი ბარსას!
13:40 17-05-2022
0

სიახლეები პოპულარული