"ეს დღე ჩემს ცხოვრებაში ყველაზე საშინელი იყო..." - როდრი "რეალთან" მარცხის შესახებ

AutoSharing Option
ესპანეთის ნაკრებისა და "მანჩესტერ სიტის" ნახევარმცველმა როდრიმ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში მადრიდის "რეალთან" განცდილი მარცხის შესახებ ისაუბრა.

"ეს ჩემი ცხოვრების ყველაზე საშინელი დღე იყო. ყველანი იმედგაცრუებულები ვიყავით. მახსოვს, მატჩის შემდეგ გვარდიოლამ 2 დღით დასვენების საშუალება მოგვცა, რათა ძალები მოგვეკრიბა. მთავარი ეპიზოდი სწორედ ეს იყო, რადგან როდესაც დავბრუნდით, უკვე ვიცოდით, თუ რისთვის ვიბრძოდით. ჩვენ გაორმაგებული ენერგიით შევუდექით საქმეს."

ნახევარმცველის თქმით, "ბლანკოსთან" პირველ მატჩში მანჩესტერულ გუნდს 5 ან 6 გოლის გატანა შეეძლო.

"ეტიჰადზე" გამართული მატჩის შემდეგ ძალიან გაბრაზებული ვიყავი. შეხვედრაში 5 ან 6
ბურთი უნდა გაგვეტანა. ვიცოდით, რომ "ბერნაბეუზე" რაღაც განსაკუთრებული გველოდა. მადრიდში გამართულმა შეხვედრამ ძალიან დაგვაბნია, თუმცა ჩვენ ახალგაზრდული გუნდი ვართ და კვლავ გავაგრძელებთ ბრძოლას".

შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის ფინალური მატჩი მადრიდის "რეალსა" და "ლივერპულს" შორის 28 მაისს, 23:00 საათზე გაიმართება.

მომზადებულია Sports-ის მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული