ისკო "რეალს" დაემშვიდობა

AutoSharing Option
30 წლის ნახევარმცველ ისკოს "რეალთან" კონტრაქტი დაუსრულდა და თავისუფალი აგენტი გახდა.

ისკომ განაცხადა, რომ 9 წლის შემდეგ "სამეფო კლუბში" მისი ისტორია დამთავრდა, ამ გუნდმა ოცნებების რეალიზების საშუალება მისცა და ყველას მადლობა გადაუხადა.

ისკომ "რეალში" 19 ტიტული მოიპოვა, მათ შორის, ხუთჯერ მოიგო ჩემპიონთა ლიგა და სამჯერ ლა ლიგა.

ბოლო სეზონში მას იშვიათად ათამაშებდნენ - ჩემპიონატის 14 მატჩში 1 გოლი გაიტანა.

მკითხველის კომენტარები / 1 /
ისკო გადადი ბარსაში, "თავისუფალი აგენტებისთვის" ბარსას კარები ღიაა!
ლაშა
20:03 30-05-2022
9

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული