მამარდაშვილის გუნდის მწვრთნელად გატუზოს დანიშნავენ - შეთანხმება მიღწეულია

AutoSharing Option
პრეზიდენტ ანილ მურტის გადაყენების შემდეგ "ვალენსია" მწვრთნელ ხოსე ბორდალასის სამუშაოდან დათხოვნასაც აპირებს.

"ვალენსია" შეიძლება ჯენარო გატუზომ ჩაიბაროს, - იტყობინება TuttoMercatoWeb-ი.

გამოცემის ცნობით, გატუზო თავის აგენტ ჟორჟე მენდეშთან ერთად სინგაპურში გაფრინდა, სადაც "ღამურების" მფლობელ პიტერ ლიმს შეხვდა. მხარეები უკვე შეთანხმდნენ თანამშრომლობაზე და მხოლოდ ბოლო დეტალებიღაა გასარკვევი. გატუზოს 2+1 სისტემის ხელშეკრულება შესთავაზეს.

გატუზო ფეხბურთელის კარიერის დასრულების შემდეგ "სიონს", "პალერმოს", "ოფის", "პიზას", "მილანსა" და "ნაპოლის" წვრთნიდა.

"ვალენსიას" ღირსებას საქართველოს ნაკრების მეკარე გიორგი მამარდაშვილი იცავს, რომელსაც ინგლისური კლუბები ეპატიჟებიან.

მკითხველის კომენტარები / 3 /
ასეთი სათაურები ახალი სტილია? თუ ადამიანმა მამარდაშვილი იცის ვალენსიაც ეცოდინება თუ მამარდაშვილი არ იცის არც ვალენსია ეცოდინება არ შეიძლება სათაური იყოს ვალენსიას მწვრთნელად ინიშნება გატუზო ესე კლუბიდან ფეხბურთელის ამორჩევა როცა მწვრთნელი უნდა დაუნიშნონ რავიცი რა სტილია
ნოდო
12:18 01-06-2022
0
ეს ცეტი აკლდა კიდევ "ვალენსიას"! დატოვონ ბორდალესი რა მოუვათ რო!?
მწვრთვნელი
11:39 01-06-2022
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული