"ვალენსიას" მომავალი მწვრთნელი ჯენარო გატუზო პირველ ტრანსფერთან დაკავშირებით ჩამოყალიბდა.
იტალიელი შემადგენლობის გადახალისებას აპირებს და ერთ-ერთი პრიორიტეტი "ბარსელონას" ნახევარმცველ რიკარდ პუჩის მიწვევაა, - იტყობინება კატალონიური "სპორტი".
გატუზოს ვარაუდით, 22 წლის პუჩს შეუძლია "ვალენსიას" ნახევარდაცვის საკვანძო ფეხბურთელი გახდეს.
გასულ სეზონში ლა ლიგის 15 მატჩში პუჩმა 1 გოლი გაიტანა და "ბარსას" მწვრთნელმა ხავიმ უთხრა, რომ ძირითად შემადგენლობაში თამაშის გარანტიას ვერ მისცემს.