"ბარსელონა" გავის კონტრაქტს გაუგრძელებს

AutoSharing Option
კატალონიური "სპორტის" ცნობით, "ლივერპული" მზად იყო "ბარსელონას" ნახევარმცველ გავის კონტრაქტი 50 მილიონ ევროდ გამოესყიდა, მაგრამ ფეხბურთელის გარემოცვის ზეწოლის გამო უარი თქვა.

თანაც, თავად გავის გუნდის გამოცვლის სურვილი არ აქვს. 17 წლის ნახევარმცველს "ბარსა" ხელშეკრულებას მალე გაუხანგრძლივებს, რის შემდეგაც პირველი გუნდის მოთამაშის ხელფასს მიიღებს, მისი კლაუსულა კი 1 მილიარდი იქნება - ისევე როგორც პედრის, ანსუ ფატის, რონალდ არაუხოს და ფერან ტორესის.

გავიმ გასულ სეზონში ლა ლიგის 34 მატჩში 2 გოლი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა გააკეთა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული